კლუბის სამუშაო გეგმა
კლუბის სახელწოდება: მკითხველთა კლუბი
აქტუალობა: მოზარდთა წიგნიერების
დაბალი დონე დღეს, თანამედროვეობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემაა. ეს საკითხი,
კაცობრიობისთვის მტკივნეული და ამაღელვებელია და საქართველოსთვის განსაკუთრებით საგანგაშო
და შემაშფოთებელი.
წიგნიერების საერთაშორისო
კვლევის (PIRLS-Progress in International
Reading Libervy Study) 2016 წლის შედეგებით, საქართველო წიგნიერების დონის მაჩვენებლით
61 ქვეყნიდან 51-ე ადგილზეა.
ამ
ვითარებამ შესაძლებელია მიგვიყვანოს სავალალო შედეგებამდე და აღმოვჩნდეთ კიდევ უფრო
დიდი კატასტროფული სიტუაციის წინაშე. წიგნთან გაუცხოვება ზოგადი განათლების დონესა
და მეტყველების კულტურაზე უარყოფითად მოქმედებს, ლექსიკური მარაგი მწირია, აზროვნება-დაშტამპული.
ამდენად, პრობლემა ძალიან სერიოზული და აქტუალურია.
წიგნიერების
დონის სავალალო მდგომარეობას კომპიუტერიზაციის ეპოქას უკავშირებენ. იმ კომპიუტერისას,
რომლის დიდი როლის უარყოფა, შეუძლებელია, თანამედროვე ახალგაზრდეის ყოველდღიურობაში.
წარმოუდგენელიაც კი არის, მოსწავლეს ცოდნის შეძენა სურდეს და კომპიუტერის გამოყენება
არ შეეძლოს. ეს უკანასკნელი ადამიანს საშუალებას აძლევს, სწრაფად მოიძიოს სასურველი
ინფორმაცია, მასალა, თანაც დაუყოვნებლივ. შექმნას პერსონალური ვებ-გვერდი, იმოგზაუროს
დროსა და სივრცეში, დედამიწის გარშემო, მის ფარგლებს გარეთ. წარსულში, აწმყოსა და მომავალშიც
კი.
ამის
მიუხედავად, კომპიუტერი არ არის ის, რაც უწიგნობით გაჩენილ სიცარიელეს ამოავსებს. წიგნით
შეძენილი ცოდნა ღრმაა და საფუძვლიანი, მისით
მირებული შთაბეჭდილებები-წარუშლელი, დაუვიწყარი, მასშია ჩაქსოვილი სიბრძნე,
რომელიც დაგაფიქრებს, ესთეტიკურ სიამოვნებას მოგანიწებს და აგაღელვებს.
აღნიშნული
საკითხის მოსაწესრიგებლად დიდი ძალისხმევაა საჭირო, სახლსა და სკოლაში, მასწავლებლისა
და მშობლის მიერ.
პრიორიტეტული მიზნები:
ლიტერატურული გამოცდილების მიღება;
ინფორმაციის მიღება და გამოყენება;
ექსპლიციტურად, ცხადად მოცემული ინფორმაციის პოვნა;
უშუალოდ დასკვნების გამოტანა;
აზრებისა და ინფორმაციის ინტერპრეტაცია საკუტარ ცოდნასთან ინტეგრირების საფუძველზე;
ტექსტის ენის შეფასება და მხატვრული ხერხების გააზრება;
ტექსტის სხვადასხვა ნაწილში მოცემული ფაქტებისა და მოსაზრებების ერთმანეთთან დაკავშირება და დასკვნის გამოტანა;
მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დანახვა;
პერსონაჟის ხასიათის, თვისებებისა და ქცევის მოტივაციის ამოცნობა.
ამოცანები, განსავითარებელი უნარ-ჩვევები:
ანალიზის უნარი;
მსჯელობის უნარი;
პრეზენტაციის უნარი;
შემოქმედებითი უნარები.
მოსწავლემ უნდა შეძლოს:
ტექსტის მთავარი იდეის, ძირითადი ამბის, თემის ამოცნობა;
მთლიანად ნაწარმოების ან პერსონაჟის განწყობის ამოცნობა;
ნაწარმოებში მომხდარი ამბის, მოვლენის, აგრეთვე პერსონაჟის მდგომარეობის, ან მოქმედების მოტივის ამოცნობა;
საკუთარი ცოდნისა და ტექსტში მოცემული ფაქტების დაკავშირების საფუძველზე დასკვნის გამოტანა; ვარაუდისა და ფაქტის ერთმანეთისგან გარჩევა;
გარკვეულ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი აზრის გამოთქმა და ლოგიკურად ჩამოყალიბება;
ზოგადად წიგნიერებასთან დაკავშირებული გამოცდილებისა და ცოდნის გამოვლენა. საკუთარი აზრის აუდიტორიის წინაშე წარდგინება, დაცვა.
მიმართულებება-ზეპირმეტყველება.
კითხვის
ხელშემწყობი სტრატეგიები:
ფონემური ცოდნა
ლექსიკური მარაგი
კითხვის მოქნილობა
წაკითხულის გააზრება
ხმამაღლა კითხვა (ამბის მოყოლა)
ტექსტის
ანალიზის მეთოდები:
ტექსტის გეგმის განხილვა (დასაწყისი, შუა ნაწილი, დასასრული);
- ტექსტის მთავარი გმირების დაჯგუფება მათი თავისებურებების მიხედვით;
- თემების გამოყოფა ტექსტიდან მრავალი კუთხით შესწავლის მიზნით.
კლუბის მუშაობა
კლუბის
მონაწილენი იქნებიან მესამე და მეოთხე კლასის მოსწავლეები, რომლებიც შეირჩევიან ტესტირების საშუალებით. ჩატარდება ტესტირება
- „წაკითხული ტექსტის გააზრება“. ტესტირების შედეგებიდან, თითო კლასიდან, შეირჩევა
6 საუკეთესო შედეგების მქონე მოსწავლე, რომლებიც გაერთიანდებიან კლუბში. კლუბის წევრები
შეიკრიბებიან მინიმუმ ორ კვირაში ერთხელ. ორი კვირის განმავლობაში მოსწავლეებს ექნებათ დავალება,
წაიკითხონ მათი ასაკის შესაბამისად პედაგოგების მიერ მითითებული ლიტერატურა. კლუბის
შეხვედრებზე წევრები განიხილავენ წაკითხულ ნაწარმოებს ზემოთ მითითებული პრიორიტეტული
მიზნების შესაბამისად. წიგნების განხილვის შემდეგ მოსწავლეები შეეცდებიან შექმნან წაკითხული
წიგნის ვიზუალური ხატი. მოსწავლეები ამ ეტაპზე გამოყოფენ წაკითხული ტექსტის პერსონაჟებს,
იდეას, პრობლემას, პრობლემის გადაჭრის გზებს, ავტორს, მოკლე შინაარს და ა.შ. შექმნიან
დიორამას ტექსტის გმირებზე. პროექტის ბოლოს კლუბი მოაწყობს შექმნილი რესურსების პრეზენტაციას. ყოველი წიგნის/ ნაწარმოების წაკითხვისა და განხილვის შემდეგ თითოეული ექსვეული თავის კლასს უამბობს წაკითხულის შესახებ.
საკლუბო მუშაობის განმავლობაში შეძლებისდაგვარად
დაიგეგმება შეხვედრები მწერალთა სახლში. ასევე, მოწვეული იქნებიან ადამიანები, რომლებსაც
განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ წიგნიერების განვითარების საქმეში.
Comments
Post a Comment