დღეს, ოფიციალურად დაიწყო ფუნქციონირება "მკითხველთა კლუბმა", რომლის წევრები არიან N108 საჯარო სკოლის IIIე, IVდ და IVე კლასის მოსწავლეები. კლუბის წევრების რაოდენობა განისაზღვრა 18 ბავშვით. თითო კლასიდან წარმოდგენილია მოსწავლეთა ექვსეული, რომელმაც შიდა საკლასო შესარჩევ ტურში, ტექსტის გააზრების ტესტირებაში, საუკეთესო შედეგები აჩვენეს. პირველი შეხვედრა საინფორმაციო ხასიათის იყო. მოსწავლეებს გავაცანით კლუბის შექმნის მიზანი, კლუბის მუშაობის გეგმა, რა სამუშაოს სესრულება მოუწევთ მათ და ა.შ.
მოსწავლეებს მოეწონათ კლუბის შექმნის იდეა, მათ სახეებზე გაოცებულ მიმიკებსაც მოვკარით თვალი, რაც გამოწვეული იყო იმით, რომ მოეწონათ კლუბის შექმნის იდეა, ის სამუშაო რისი განხორცილებაც მათ მოუწევთ. განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია გასვლითი ხასიათის დღეების ხსენებამ და საბავშვო მწერლებთან შესაძლოს სტუმრობამ. შეიძლება ითქვას, რომ მოსწავლეები მზად არიან შეუდგნენ ამ საპასუხისმგებლო, შრომატევად, მაგრამ ძალიან საინტერესო და აღმოჩენებით სავსე სამუშაოს შესრულებას. წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენ, პედაგოგები, ლელა მირზაშვილი მადონა წულუკიძე და თამუნა ვალიშვილი, ჩვენს მსოწავლეებს ამ საქმიანობაში, ვუსურვებთ ჩვენი დახმარებით მათ წიგნიერ ადამიანებად ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანოთ.





Comments
Post a Comment