კლუბის სამუშაო გეგმა კლუბის სახელწოდება: მკითხველთა კლუბი აქტუალობა: მოზარდთა წიგნიერების დაბალი დონე დღეს, თანამედროვეობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემაა. ეს საკითხი, კაცობრიობისთვის მტკივნეული და ამაღელვებელია და საქართველოსთვის განსაკუთრებით საგანგაშო და შემაშფოთებელი. წიგნიერების საერთაშორისო კვლევის ( PIRLS-Progress in International Reading Libervy Study) 2016 წლის შედეგებით, საქართველო წიგნიერების დონის მაჩვენებლით 61 ქვეყნიდან 51-ე ადგილზეა. ამ ვითარებამ შესაძლებელია მიგვიყვანოს სავალალო შედეგებამდე და აღმოვჩნდეთ კიდევ უფრო დიდი კატასტროფული სიტუაციის წინაშე. წიგნთან გაუცხოვება ზოგადი განათლების დონესა და მეტყველების კულტურაზე უარყოფითად მოქმედებს, ლექსიკური მარაგი მწირია, აზროვნება-დაშტამპული. ამდენად, პრობლემა ძალიან სერიოზული და აქტუალურია. წიგნიერების დონის სავალალო მდგომარეობას კომპიუტერიზაციის ეპოქას უკავშირებენ. იმ კომპიუტერისას, რომლის დიდი როლის უარყოფა, შეუძლებელია, თანამედროვე ახალგაზრდეის ყოველდღიურობ...